პარლამენტმა 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა 17 დეკემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე 78 ხმით 1-ის წინააღმდეგ, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.
მომავალი წლის ბიუჯეტში შემოსულობები 19.36 მლრდ ლარით არის განსაზღვრული, საერთო ხარჯები კი – 19.17 მლრდ ლარს შეადგენს.
მომავალ წელს მთავრობა გადასახადებიდან 13.42 მლრდ ლარის, გრანტებიდან 341.8 მლრდ ლარის მიღებას გეგმავს, სხვა შემოსავლები კი – 795 მლნ ლარი იქნება. ამასთან, 2022 წელს მთავრობა 4.4 მლრდ ლარის სესხის აღებას გეგმავს.
საქართველოს მთავრობა გაისად 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამასთან, წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი კი – 8.9% იქნება, რაც მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე მაღალია.
სამინისტროებსა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)