საქსტატი: მე-3 კვარტალში ქვეყნის მშპ 9.1%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 20 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის მე-3 კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 9.1%-ით გაიზარდა და 16 მლრდ ლარი გახდა.
ამასთან, 9.4%-ით გიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი.
საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, მშპ-ის ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შემდეგმა დარგებმა შეიტანეს: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 78.8%; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 49.8%; ხელოვნება, გართობა და დასვენება – 48.1%; ტრანსპორტი და დასაწყობება – 29%; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 23.8%; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 20.3%; დამამუშავებელი მრეწველობა – 7.3%.
ამავე პერიოდში, კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (-29.7%), განათლება (-7.8%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.9%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (-3.9%).
მშპ-ის ზრდის დაზუსტებული მონაცემები 2022 წლის 15 ნოემბერს გამოქვეყნდება.
ასევე წაიკითხეთ:
- 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საგარეო ვაჭრობა 25%-ით გაიზარდა
- მე-3 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.4%-ით გაიზარდა
- მეორე კვარტალში რეალური მშპ 29.9%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)