პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში ბოლო ვაკანტურ ადგილზე მოსამართლე გაამწესა
საქართველოს პარლამენტმა 29 დეკემბრის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, უზენაეს სასამართლოში ბოლო ვაკანტურ ადგილზე ამირან ძაბუნიძე უვადოდ გაამწესა. მოსამართლეთა დანიშვნების დაახლოებით ორწლიანი პროცესი სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის ფონზე წარიმართა.
მმართველმა გუნდმა ძაბუნიძის კანდიდატურას მხარი 79 ხმით 10-ის წინააღმდეგ იმ ფონზე დაუჭირა, რაც ერთი დღით ადრე, მან საპარლამენტო მოსმენისას, თქვა, რომ სასამართლო სისტემაზე „ზღვარგადასული თავდასხმების“ თავიდან ასაცილებლად იგი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ემხრობა.
ძაბუნიძე, რომელი მანამდე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა, ახალი პარლამენტის მიერ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესებული მე-11 მოსამართლეა. კანონმდებლებმა 4 მოსამართლე 1 დეკემბერს, 6 კი – 12 ივლისს დაამტკიცეს.
მიმდინარე წელს, მმართველი გუნდის მიერ მოსამართლეთა დანიშვნები მწვავე კრიტიკის საგანი გახდა, რამდენადაც 19 აპრილის შეთანხმებით, სასამართლოს სისტემაში ფუნდამენტური რეფორმების გატარებამდე დანიშვნები უნდა შეჩერებულიყო. პროცესის მიმართ კითხვები დაისვა გამჭვირვალობისა და სამართლიანობის კონტექსტში.
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნების გამო ევროკავშირი საქართველოს აკრიტიკებს
- არასამთავრობოები უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების დაგეგმილ საპარლამენტო მოსმენებს ეხმიანებიან
მოსამართლეთა შერჩევის პროცესი 2019 წლის მაისში დაიწყო და მისი მიზანი ახალი კონსტიტუციის შესაბამისად უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შემადგენლობის 8-დან 28-მდე გაზრდა იყო. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პროცესი შემჭიდროებულ ვადებში დაჩქარებული წესით წარმართა.
2016-2020 წლებში პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 20 ვაკანტურ ადგილზე 14 მოსამართლე უვადოდ გაამწესა, შემდეგ კი – 2020 წლის იანვარში პროცესი შეაჩერა. მაშინ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ქართული ოცნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციაზე მსჯელობდა, რომლის მიხედვითაც, მოქმედ პარლამენტს მოსამართლეთა სასამართლოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი არ უნდა დაემტკიცებინა.
რაც შეეხება, სამ მოსამართლეს – ეკატერინე გასიტაშვილს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს, როლებიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დამატებამდე მსახურობდნენ ისინი სასამართლოში 2015 და 2014 წელს 10-წლიანი ვადით გაამწესეს.
საგულისხმოა, რომ გასიტაშვილი და ბაქაქური, ის მოსამართლეები არიან, რომლებიც საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტის განცხადებას გაემიჯნენ, სადაც მათი კოლეგები ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის გამო აკრიტიკებდნენ.
ასევე წაიკითხეთ:
- უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი სასამართლოზე „თავდასხმების“ აკრძალვას ემხრობა
- არასამთავრობოები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნებს აკრიტიკებენ
- ევროკავშირი: საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)