დეკემბერში წლიური ინფლაცია 13.9% იყო
საქართველოს სტატისტის ეროვნული სამსახურის მიერ 3 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემებით, დეკემბერში წლიური ინფლაცია 13.9% იყო.
ამავე ცნობებით, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 0.3%-ით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (15.6%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (17.3%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი (43.5%-იანი ზრდა).
ყოველთვიურ ინფლაციაზე კი – გავლენა შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილებამ განაპირობა: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0.8%-იანი ზრდა), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (0.9%-იანი ზრდა); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (გამოვლინდა 1.4%-იანი კლება).
ასევე ნახეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)