აშშ-ის საელჩო „ქართულ ოცნებას“ მკაცრად აკრიტიკებს
აშშ-ის საელჩოს დღევანდელი განცხადების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ წლის ბოლოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევი გაუქმებით ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულების პრინციპს.
ამასთან, საელჩოს თქმით, მმართველმა პარტიამ დააზიანა სასამართლოც, ერთი მხრივ, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებითა და მეორე მხრივ, უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის, ამირან ძაბუნიძის „ხარვეზიანი პროცესის“ დანიშვნით წყალობით.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიხედვით, მმართველმა პარტიამ ამ გადაწყვეტილებებით ნებსით თუ უნებლიეთ მიანიშნა, რომ ხელისუფლების საქმიანობაზე დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს სამაგიეროს მიზღვით, დასჯით თუ გათავისუფლებით გაუსწორდება.
„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე გამჭვირვალე განხილვისა და ანალიზის ნაკლებობა“, აღნიშნა აშშ-ის საელჩომ და დასძინა, რომ მმართველმა გუნდმა საზოგადოებას არ მიაწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების ასე „ნაჩქარევად მიღება, სათანადო კონსულტაციების გარეშე.“
„ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესოდ იცავს რუსული აგრესიისგან“, — განაცხადა საელჩომ და დასძინა, რომ დემოკრატიულ ინსტიტუტების დასუსტებისაკენ მიმართული ნაბიჯები აზიანებს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მისწრაფებებს.
- პრეზიდენტი ინსპექტორის სამსახურის საკითხის დაჩქარებულად განხილვის წინააღმდეგია
- ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა
- მკვლელობაში მსჯავრდებულ პოლიციელს სასჯელი შეუმცირეს და გაათავისუფლეს
30 დეკემბერს, ქართული ოცნების დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლსა და სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების გამოძიებაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს, გაუქმებას.
ინსპექტორის სამსახური ფუნქციონირებას 2022 წლის მარტიდან შეწყვეტს და სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები სამსახურის გარეშე დარჩებიან. ინსპექტორის სამსახურის სანაცვლოდ ორი ახალი ორგანო – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შეიქმნება.
მმართველი პარტიის ინიციატივა გაუქმებამდე რამდენიმე დღით ადრე, 24 დეკემბერს, მედიით გახდა ცნობილი. ლონდა თოლორაიამ მაშინ თქვა, რომ მმართველი პარტია მის უწყებას დამოუკიდებლობისთვის, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისთვის, კანონმორჩილებისა და სხვადასხვა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების გამო „სჯიდა“. სულ ბოლოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური დამნაშავედ ცნო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელებით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი დარღვევაში.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი 25 დეკემბერს თქვა, რომ „რეალურად ერთი სამსახური ჩანაცვლდება ორი სამსახურით“. „არავითარი ფორმით არ იკვეცება კომპეტენციები, პირიქით ფართოვდება კიდეც საგამოძიებო ნაწილის უფლებამოსილებები“, – განაცხადა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- „ოცნება“ ინსპექტორის თანამშრომლებს სანაცვლოდ შექმნილ სამსახურებში დარჩენას სთავაზობს
- ომბუდსმენი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)