საქსტატი: 2021 წელს საგარეო ვაჭრობა 25.6%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 20 იანვარს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს, წინ წელთან შედარებით, საგარეო ვაჭრობა 25.6%-ით გაიზარდა და 14.3 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

26.9%-ით – 4.2 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 25.1%-ით – 10.1 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. 5.8 მლრდ აშშ დოლარი იყო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 40.7%-ია.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ვაჭრობის კუთხით, 2.1 მლრდ აშშ დოლარით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო თურქეთი. შემდეგ მოდიან – რუსეთი – 1.6 მლრდ აშშ დოლარით; ჩინეთი – 1.5 მლრდ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 1.1 მლრდ აშშ დოლარით და აშშ – 820 მლნ აშშ დოლარით.

ექსპორტის თვალსაზრისით 615.6 მლნ აშშ დოლარით ჩინეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი იყო. შემდეგ მოდიან – რუსეთი – 610 მლნ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 531.7 მლნ აშშ დოლარით; თურქეთი – 322.2 მლნ აშშ დოლარით და უკრაინა – 307.3 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, ქვეყნის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის იყვნენ თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აშშ და აზერბაიჯანი – 1.8 მლრდ, 1 მლრდ, 864.9 მლნ, 625.3 მლნ და 604.4 მლნ აშშ დოლარით.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2021 წელს, ექსპორტის მიმართულებით უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეში 815.4 მლნ აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. შემდეგ მოდიან: ფეროშენადნობები – 477.4 მლნ აშშ დოლარი; მსუბუქი ავტომობილები – 456.6 მლნ აშშ დოლარი; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 239.3 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 155.7 მლნ აშშ დოლარი; მინერალური და მტკნარი წყლები – 141.8 მლნ აშშ დოლარი; აზოტოვანი სასუქები – 119.5 მლნ აშშ დოლარი; თხილი და სხვა კაკალი – 118.3 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 99.1 მლნ აშშ დოლარი; ოქრო – 64.2 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 1.6 მლრდ აშშ დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, აქ 898.8 მლნ აშშ დოლარით უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეშია მსუბუქი ავტომობილები. შემდეგ მოდიან: ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 822.6 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 736.1 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 382 მლნ აშშ დოლარი; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 354.6 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები – 222.2 მლნ აშშ დოლარი; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 147.7 მლნ აშშ დოლარი; ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები – 119.9 მლნ აშშ დოლარი; სატვირთო ავტომობილები – 105 მლნ აშშ დოლარი; სიგარები, სიგარილები და სიგარეტები – 101.8 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 6.2 მლრდ აშშ დოლარი.

2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 14.8%-ით შემცირდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)