საფრანგეთის განვითარების სააგენტომ საქართველოს 30 მლნ ევროს სესხი დაუმტკიცა
საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) საქართველოს მდგრადი წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის განვითარების პროგრამის მხარდასაჭერად პოლიტიკაზე დაფუძნებული 30 მლნ ევროს ოდენობის სესხი დაუმტკიცა.
სააგენტოს განცხადებაში, რომელიც თბილისში საფრანგეთის საელჩომ გაავრცელა, ნათქვამია, რომ პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს, გააუმჯობესოს მმართველობა და ინსტიტუციური შესაძლებლობები წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში.
გარდა სესხისა, საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოს ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით, 500 000 ევროს ოდენობის გრანტსაც გამოუყოფს.
შეთანხმებას ხელი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა, სესილ კუპრიმ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 28 იანვარს მოაწერეს.
30 მლნ ევროს სესხი 2020 წელს აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხის მეორე ტრანშის თანადაფინანსებაა.
მაშინ, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 150 მლნ აშშ დოლარის სესხი დაუმტიკცა, 130 მლნ აშშ დოლარი პოლიტიკაზე დაფუძნებული, ხოლო 20 მლნ აშშ დოლარი პროექტის განსახორციელებლად მიმართული სესხი იყო.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)