ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი თბილისს სტუმრობს

საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, სვენ მიკსერი თბილისს სტუმრობს, სადაც იგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროპარლამენტარს მის მიერ ინიცირებულ „ეროვნული თანხმობის“ პროცესზე ესაუბრა.

„მიხარია, რომ ვხედავ ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერასა და ინტერესს ამ პლატფორმის მიმართ“, – ხაზი გაუსვა მან.

თავის მხრივ, სვენ მიკსერმა Twitter-ზე დაწერა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან იმაზე იმსჯელა, თუ „როგორ გაფართოვდეს სივრცე პოლიტიკური დებატებისთვის იმ აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც ქართულ საზოგადოებას აწუხებს“.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ ვიზიტის შესახებ საჯარო კომენტარს სვენ მიკსერი ხვალ, საკანონმდებლო ორგანოში ვიზიტისას გააკეთებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)