კრემლის თქმით, ლუკაშენკომ იცის როგორ იმოქმედოს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით
კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ იცის, რა გააკეთოს აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან და ყირიმთან მიმართებით.
„სავარაუდოდ, ჩვენი მოკავშირე და პარტნიორი დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, როდესაც ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს“, – წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ პესკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
„როგორც ჩანს, დამატებითი სიგნალების საჭიროება არ არსებობს“, – აღნიშნა მან.
აღნიშნა რა, რომ სახეზეა „დე იურე და დე ფაქტო სიტუაცია“, კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ „არსებობს რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებული სახელმწიფოები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ჩვენ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს. და არსებობს რუსეთის ყირიმის რეგიონი, ის რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილია“.
მისივე თქმით, ეს არის რეალობა, რომლის შესახებაც ლუკაშენკომ „კარგად იცის“.
ალექსანდრე ლუკაშენკომ 7 თებერვალს რუს ჟურნალისტ ვლადიმირ სოლოვიოვთან ინტერვიუში თქვა, რომ არ გამორიცხავს აღიაროს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, „როგორც კი მე მივხვდები და პრეზიდენტი [ვლადიმირ პუტინი] მეტყვის, რომ ამის საჭიროებაა“.
იმავდროულად, ლუკაშენკო დაინტერესდა, იყო თუ არა ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების „სასიცოცხლო აუცილებლობა“.
ასევე წაიკითხეთ:
- ლუკაშენკო ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას არ გამორიცხავს
- ოკუპირებული აფხაზეთის „ოფიციალური პირები“ მინსკს სტუმრობენ
- ბიბილოვი იმედოვნებს, რომ ბელარუსი ცხინვალს აღიარებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)