ქართული დელეგაცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება
ქართული დელეგაცია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით 18-20 თებერვალს მიუნხენის კონფერენციას ესწრება. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე.
კონფერენციის ფარგლებში, დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ უცხოელ კოლეგებსა და ბიზნესლიდერებს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 19 თებერვალს პრემიერი ღარიბაშვილი ბულგარელ კოლეგას, კირილ პეტკოვს შეხვდა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საკომუნიკაციო კავშირების განვითარების მიმართულებით არსებული პოტენციალი განიხილა. პრემიერმა საქართველოს ევრო-ატლატიკური ინტეგრაციის პროცესზეც გაამახვილა ყურადღება.
მხარეებმა ნატოს ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობაზეც იმსჯელეს და საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შავი ზღვის უსაფრთხოების როლსაც გაუსვეს ხაზი.
Great opportunity to meet w/my 🇧🇬 counterpart @KirilPetkov. 🇬🇪&🇧🇬 share common regional interests that are also part of the common 🇪🇺 agenda. Supporting projects to explore the potential of the Black See for transport, energy & connectivity is of top priority in our agenda! pic.twitter.com/rT97JlwUx0
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) February 19, 2022
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, 18 თებერვალს, ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრ ბენი განცს შეხვდა და მასთან ორ ქვეყანას შორის თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართალდამცველ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და მთლიანად რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზეც გაამახვილეს ყურადღება.
ასევე 18 თებერვალს, პრემიერი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პრინც ფეიზალ ბინ ფაჰრან ალ საუდს შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებისა და საქართველოს არსებულ „ხელსაყრელ“ ბიზნესგარემოზე იმსჯელა.
ორი დღის განმავლობაში, ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდა „Siemens Energy AG”-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, კრისტიან ბრუხს, Jigsaw-Google-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჯარედ კოენს და კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სამ ბანკმან-ფრიდს.
Great opportunity to talk w/@SBF_FTX on how to develop our partnership in the future. 🇬🇪's geographic location coupled w/ stable & favourable business environment creates outstanding platform for @FTX_Official to expand their operations across the region & beyond. pic.twitter.com/1Tt5gUIkt6
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) February 19, 2022
თავის მხრივ, ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი იორდნიელ და ინდოელ კოლეგებს – აიმან ჰუსეინ აბდულა ალ-საფადისა და სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, დავით ზალკალიანმა იორდანიელ კოლეგასთან ვაჭრობის, ტურიზმისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით თანამშრომლობაზე იმსჯელა.
ინდოელ კოლეგასთან შეხვედრაზე, დიპლომატებმა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, ასევე არსებული სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე იმსჯელეს.
Pleasure to meet FM @DZalkaliani of Georgia.
Carried forward our discussions from my July 2021 visit. His perspectives on the regional situation were useful.
Look forward to receiving him in Delhi. pic.twitter.com/k4DJ2Wyb3P
— Dr. S. Jaishankar (@DrSJaishankar) February 18, 2022
თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე 19 თებერვალს კანადელ კოლეგას, ანიტა ანანდს შეხვდა და მასთან უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და ნატოსთან თავსებადობის ზრდის კუთხით საქართველოს ძალისხმევა განიხილა.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოს ლიდერებმა მიუნხენში ვიზიტი დაასრულეს
- საქართველოს ოფიციალური პირები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)