„ყოჩაღ!“ – მოსკოვი საქართველოს პრემიერს აქებს
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, ვლადიმირ ჯაბაროვი მიესალმა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მკაფიო განცხადებას, რომ თბილისი არ შეუერთდება უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.
„ყოჩაღ, მხოლოდ მისასალმებელია ასეთი გადაწყვეტილება“, – უთხრა ჯაბაროვმა რუსულ გაზეთ „იზვესტიას“.
მისი თქმით, საქართველოს „არცთუ ცუდი“ სავაჭრო ურთიერთობები აქვს რუსეთთან, მათ შორის, ხილის, ბოსტნეულისა და ღვინის მიწოდების თვალსაზრისით.
ჯაბაროვმა ასევე განაცხადა, რომ „ქვეყნის ხელისუფლება, სავარაუდოდ, მიხვდა, რომ დასავლეთი არაფერს ამას არ აუნაზღაურებს საქართველოს“.
1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას, პრემიერმინისტრმა, ღარიბაშვილმა „მკაფიოდ“ განაცხადა, რომ „საქართველო ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას“.
ასევე წაიკითხეთ:
- უკრაინაზე განცხადების გამო ღარიბაშვილი მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა
- პრემიერის თქმით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება
- საქართველო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას ეხმიანება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)