ზელენსკი: ქართველი ხალხი უკეთესია, ვიდრე მისი მთავრობა
„რა თქმა უნდა, არის დრო, როდესაც მოქალაქეები არ წარმოადგენენ მთავრობას, მაგრამ მთავრობაზე უკეთესები არიან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თბილისში 25 თებერვალს უკრაინის მხარდასაჭერად გამართული მრავალათასიანი აქციის საპასუხოდ.
„საოცარი ქართველი ხალხი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო“, – დაწერა პრეზიდენტმა Twitter-ზე და მადლიერება გამოხატა „ყველას მიმართ თბილისსა და სხვა ქალაქებში, რომლებიც გარეთ უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ გამოვიდნენ“.
საქართველოს მოქალაქეები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას უკვე ორი დღეა აპროტესტებენ.
თუმცა, გუშინდელი აქციის ერთ-ერთი მიზეზი მთავრობის თავშეკავებული პოზიციაც გახდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთზე დაკისრებულ საერთაშორისო სანქციებს არ შეუერთდება.
1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ იგი არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, რომელიც ხალხის ინტერესებს დააზიანებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა იგი სოლიდარობის ნიშნად უკრაინაში ჩასვლას, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს „არაფრის მომცემია“.
ამ განცხადების გამო ღარიბაშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა.
ასევე წაიკითხეთ:
- უკრაინაზე განცხადების გამო ღარიბაშვილი მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა
- ოპოზიცია რიგგარეშე სესიის ჩატარებაზე ქართული ოცნების უარს აკრიტიკებს
- პრემიერის თქმით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება
- ფოტოამბავი: თბილისი უკრაინის მხარდასაჭერად
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)