სალომე ზურაბიშვილი უკრაინისა და გერმანიის პრეზიდენტებს, ასევე ნიდერლანდების პრემიერს ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გუშინ უკრაინელ და გერმანელ კოლეგებს – ვოლოდიმირ ზელენსკისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, ასევე ნიდერლანდების პრემიერმინისტრს, მარკ რუტეს ტელეფონით ესაუბრა.
„კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ’, – დაწერა 26 თებერვალს სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ.
„უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის ამ ტრაგიკულ დროს, პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზელნსკიმ Twitter-ზე დაწერა – „არსებული ვითარების ინფორმაცია მივაწოდე საქართველოს პრეზიდენტსა [სალომე ზურაბიშვილს] და ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ [პეტრ ფიალას]. საუბარი იყო კონკრეტულ დახმარებაზე“.
„მადლიერი ვარ ჩვენი მეგობრების – [საქარველოს], [ჩეხეთის] მიერ გამოხატული მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი“ საუბარი ჰქონდა გერმანიის პრეზიდენტ შტაინმაიერთანაც.
„ხაზი გავუსვი სრუალიად ევროკავშირის ერთობის და გერმანიის მიერ რუსული აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის ისტორიულ მნიშვნელობას“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 27 თებერვალს საუბრის შემდეგ.
„საქართველოსადმი ევროპული მხარდაჭერის ზრდა ისე დროულია, როგორც არასდროს“, – დასძინა მანვე.
„არსებითი საუბარი მქონდა ნიდერლანდების პრემიერმინისტრ მარკ რუტესთან“, – დაწერა Twitter-ზე სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საუბრის დასრულების შემდეგ.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ნიდერლანდების პრემიერთან საუბრისას მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, პრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერაზე და უკრიანისა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე იმსჯელეს.
თავის მხრივ, პრემიერმა რუტემ Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველოსა და მოლდოვის პრეზიდენტებთან – სალომე ზურაბიშვილთან და მაია სანდუსთან სატელეფონო საუბრებისას, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
This post is also available in: Русский (რუსული)