საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმას გმობს
საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს რუსეთს, დაუყონებლივ შეწყვიტოს უკრაინის ინტერვენცია, გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები მისი ტერიტორიიდან და დაიცვას გაეროს წესდება.
ისტორიული სხდომაზე სახელწოდებით „ერთიანობა მშვიდობისთვის“ წარდგენილ რეზოლუციას „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ სულ 141-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა რუსეთთან ერთად კიდევ ოთხმა ქვეყანამ მისცა ხმა. ესენია ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, სირია და ერიტრეა. 35-მა ქვეყანამ, მათ შორის, სომხეთმა და ყაზახეთმა თავი შეიკავეს. აზერბაიჯანი კენჭისყრას არ დასწრებია.
„საქართველომ, რომლის 20% ოკუპირებულია, კარგად იცის, რას წარმოადგენს ომი“, – დაწერა Twitter-ზე საქართველოს ელჩმა გაეროში, კახა იმნაძემ. „ჩვენ უნდა შევაჩეროთ ომი“.
საქართველო იმ 94 ქვეყანას შორის იყო, რომლებიც რეზოლუციის თანაავტორები გახდნენ.
„მადლიერი ვარ ყველასი და ყველა სახელმწიფოსი, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას. თქვენ ისტორიის სწორ მხარეს დადექით“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)