სლოვენია მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას
სლოვენიის პრემიერმინისტრმა, იანეზ იანშამ 3 მარტს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი გუშინ მოაწერა.
ქვეყანა ახლა ბრიუსელისაგან კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება.
მანამდე, რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოდგან აურესკუმ ასევე გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ, რუსეთის მიერ უკრაინის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის ფონზე.
ასევე წაიკითხეთ:
- აშშ სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს უკრაინის გამო აქებს
- საქართველოს პრემიერი ხელს აწერს ევროკავშირში წევრობის განაცხადს
- ოპოზიცია მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენას
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)