სუსი რუსეთის, ბელარუსის მოქალაქეების ჭარბ შემოდინებას უარყოფს
დღევანდელი განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინების შესახებ „მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია“ უარყო.
სუს-ის თქმით, „მიმდინარეობს საზოგადოების დაშინება შემოსულ პირთა შორის ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფების და ა.შ. არსებობის შესახებ“, რეალურად კი ქვეყანაში სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება.
განცხადების მიხედვით, უსაფრთხოების სამსახურს არ შეუმჩნევია რუსეთის, ბელარუსის ან სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეების „რისკის შემცველი აქტივობები”.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს შესაძლო რისკები და გამოწვევები, ასევე სრულად იქნას გაკონტროლებული ქვეყანაში მყოფი პოტენციური რისკის შემცველი ყველა პირი,“ – ნათქვამია განცხადებაში.
„გატარებული ღონისძიებების შედეგად ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნებულია მშვიდი და უსაფრთხო გარემო“, – დასძინა სუს-მა.
ასევე, უწყების ინფორმაციით, ამჟამინდელი ვიზიტორთა რაოდენობა არ აჭარბებს წინა წლების იმავე პერიოდის მაჩვენებელს.
ასევე წაიკითხეთ:
- ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს
- ეკონომიკის მინისტრი რუსეთის მოქალაქეების ჭარბი შემოდინების შესახებ ცნობებს უარყოფს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)