ზალკალიანი რუსეთის მიერ მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვას გმობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს უკრაინის ქალაქ მარიუპოლში სამშობიაროს „ბარბაროსული“ დაბომბვა დაგმო.
„ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ და მკაცრად ვგმობთ ამ ლაჩრულ თავდასხმას უდანაშაულო დაუცველ მოქალაქეებზე“, – დაწერა მან Twitter-ზე.
„ეს სამარცხვინო ხოცვა-ჟლეტა დაუყონებლივ უნდა დასრულდეს, შეჩერდეს რუსული აგრესია“, – დასძინა მან.
მარიუპოლის საკრებულოს ინფორმაციით, 9 მარტს რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად 9 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი დაიღუპა, ხოლო 17 ადამიანი დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საავადმყოფოს დაბომბვას „სისასტიკე“ და „ტერორი“ უწოდა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თავდასხმა სასტიკ სამხედრო დანაშაულად შეაფასა.
ასევე წაიკითხეთ:
- კიევი თბილისს კვლავ აკრიტიკებს
- უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიხმო
- პრემიერი: სანქციები არ არის ეფექტური საშუალება, უკრაინის დაბომბვას ვერავინ შეაჩერებს
- საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმას გმობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)