დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი 14 მარტს თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და რეგიონულ უსაფრთხოებაზე მისი შედეგები განიხილა.
ზალკალიანის თქმით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას მან საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობისა და დიალოგის მისაღწევად, ასევე უკრაინაში ომის დასამთავრებლად თურქეთის შუამავლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მხარეებმა „დეტალურად“ განიხილეს საქართველოს წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა.
ამავე ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მხარის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი და დაგმო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში 12 მარტს ჩატარებული „არალეგიტიმური ე.წ. საპარლამენტო არჩევნები“.
ასევე წაიკითხეთ:
- თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე საქართველოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
- პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი თურქეთში პრეზიდენტ ერდოღანს შეხვდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)