ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს თბილისში თავს დაესხნენ
ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს – ჟურნალისტს, ოპერატორს და ოპერატორის ასისტენტს, გუშინ, თბილისში, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას თავს დაესხნენ.
„ფორმულას“ ცნობით, დავდამსხმელი უკვე დაკავებულია.
„ფორმულას“ ჟურნალისტის, ნანო ჩაკვეტაძის მონაყოლით, ის მისი კოლეგები კაფეში რუსეთის მოქალაქესთან ინტერვიუს ჩასაწერად იყვნენ მისულნი, რომელიც საქართველოში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდა.
ჩაკვეტაძის თქმით, კაფეს ერთ-ერთი სტუმარი მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც გაიგო, რომ ისინი „ფორმულადან“ იყვნენ და მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, რადგანაც „დისკომფორტს უქმნიდნენ“.
ჟურნალისტის თქმით, მას შემდეგ, რაც ისინი მის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, სტუმარმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ჟურნალისტის თქმით, მას შემდეგ, რაც ისინი მის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, სტუმარმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ინციდენტის შემდეგ, ადგილზე მისულ „ფორმულას“ მეორე გადამღებ ჯგუფთან საუბარში სავარაუდო თავდამსხმელმა თქვა, რომ მისმა კოლეგებმა „პირადი სივრცე“ დაურღვიეს.
„მაგიტომ მივაყენე პირადი შეურაცხყოფა, რომ არ გამითვალისწინეს… ვთხოვე, რომ ჩემს თვალწინ ნუ განიხილავთ-მეთქი მაგ საკითხს, იმიტომ, რომ საჯარო სივრცე არ არის მეთქი და არ მაინტერესებს, ეგ თქვენი პოლიტიკა-მეთქი. არ გავიდნენ და მერე უკვე ვუთხარი, სხვაგან გადაჯექით მეთქი, რომ მე არ მოვისმინო და არ გავიგო, იმიტომ, რომ არ მაინტერესებს [პოლიტიკა] და მაინცდამაინც გააგრძელეს გადაღება“, – უთხრა მან „ფორმულას“ ჟურნალისტს.
„გადავიხდი მაგ ჯარიმას, დამაკავონ…“, – დასძინა მან.
„ფორმულას“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სტუმარი აგრესიას მეორე გადამღები ჯგუფის მიმართაც გამოხატავს, მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ემუქრება. ინტერვიუს პროცესში მან ჟურნალისტს ხელიც ჰკრა, ამასთან იგი, სავარაუდოდ, მის ცემასაც აპირებდა, რა თუმცა, ორმა პიროვნებამ დააკავა.
მომხდარზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების სანაცვლოს შექმნილმა ერთ-ერთმა ორგანომ – სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმე ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის მუხლით (სსსკ-ის 154-ე) დაიწყო.
„„ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა წარმოადგენს მედიის მიმართ გამოხატული აგრესიის შედეგს და წახალისებულია ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ არაერთ დანაშულზე არასათანადო რეაგირებით“, – განაცხადა კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს „სწრაფი“ და „ეფექტიანი“ გამოძიებისკენ მოუწოდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)