სტოლტენბერგი საქართველოს მედეგობის შესახებ საუბრობს
ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურების საგანგებო სამიტის შემდეგ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს მხარდაჭერა გაზარდონ.
„მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ იმ პარტნიორების მხარდაჭერაც, რომლებიც რუსული საფრთხის და შეჭრის რისკის ქვეშ არიან, მათ შორისაა საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა“, – განაცხადა მან.
„ერთად და ასევე ევროკავშირთან მუშაობით, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტის დაცვასა და მედეგობის გაძლიერებაში“, – განაგრძო სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად, რომელიც ახლა რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, ნატოს „აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია, ვინაიდან ეს კიდევ უფრო საშიში და დამღუპველი იქნება“.
ასევე წაიკითხეთ:
- თბილისი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოსკოვის მოწოდებას გმობს
- წერილობითი წინადადებები რუსეთს: ნატო საქართველოს კარს არ უხურავს
- პასუხის პასუხში რუსეთი აშშ-ს ისევ სთხოვს, ნატომ საქართველო არ მიიღოს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)