ოკუპირებულ აფხაზეთში „საპარლამენტო არჩევნების“ მეორე ტურები გაიმართა
ოკუპირებულ აფხაზეთში 35-წევრიანი „პარლამენტის არჩევნების“ მეორე ტურებში დაახლოებით 67 000-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილოება, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 54.5%-ია.
მეორე ტურების შედეგად „დეპუტატები“ 17-დან 16 ოლქში აირჩიეს. სოხუმის ერთ ოლქში განმეორებითი არჩევნები 2 თვეში ჩატარდება, გუდაუთაში კი – 14 მაისს.
მეორე ტურებში მოქმედი დეპუტატები – ბატალ აიბა, რაულ ლოლუა, ალმასხან ბარციცი, ნატალი სმირი, ალმასხან არძინბა და ასტამურ ტარბა მონაწილეობდნენ, თუმცა გამარჯვება ვერცერთმა მათგანმა შეძლო.
აფხაზეთის მოქმედი ლიდერის, ასლან ბჟანიას მოკავშირე პარტია „ამცახარას“ ხუთი კანდიდატიდან მხოლოდ ოთხმა გაიმარჯვა.
ჯამში, ორივე ტურების შედეგად ამცახარამ „პარლამენტში“ 5 მანდატი მოიპოვა. გამარჯვება ვერ მოიპოვა დანარჩენი ოთხი პარტიის ვერცერთმა კანდიდატმა.
საერთო ჯამში, 12 და 26 მარტის „არჩევნების“ შედეგად 35-წევრიან „საკანონმდებლო ორგანოში“ 28 დამოუკიდებელი კანდიდატი მოხვდა.
„არჩევნებში“ 18 მოქმედი „დეპუტატიდან“ ხელახალი მანდატი მხოლოდ შვიდმა მოიპოვა, ისიც პირველ ტურში.
ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა, გარდა მოსკოვისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისა, რომელთაც რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს.
დაახლოებით, 260 000 ეთნიკური ქართველი, რომლებიც ომამდელი აფხაზეთის უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენდა, კვლავ დევნილობაში რჩება.
დაახლოებით 30 000 ეთნიკურ ქართველს გალის რაიონიდან 2014 და 2017 წლებში აფხაზური პასპორტების ჩამორთმევის შედეგად ხმის მიცემის უფლება წართმეული აქვს.
ქვემოთ მოცემულია „არჩევნების“ მეორე ტურების შედეგები „აფსნიპრესის“ მიხედვით:
1 ოლქი (ქალაქი სოხუმი)
- ინარ გიცბა – 1 287 ხმა.
მე-2 ოლქი (ქალაქი სოხუმი)
- ასტამურ გერხელია, პარტია „ამცახარა“ – 1 024.
მე-3 ოლქი (ქალაქი სოხუმი)
- ნერსოუ სალაყაია – 1 215.
მე-4 ოლქი (ქალაქი სოხუმი)
- ერიკ რშტუნი – 1 015.
მე-6 ოლქი (ქალაქი სოხუმი)
- დმიტრი მარშანია – 1 763.
მე-7 ოლქი (ქალაქი სოხუმი)
- რაშიდა აიბა – 1 213.
მე-13 ოლქი (ქალაქი გაგრა)
- ალხას ბარციცი – 2 109.
მე-15 ოლქი (ოთხარა)
- ბადრიკ ფილია – 1 130.
მე-20 ოლქი (ააცი)
- ალისა გულარია, პარტია „ამცახარა“ – 1 451.
21-ე ოლქი (ახალი ათონი)
- ახრა ფაჩულია – 928.
22-ე ოლქი (ეშერა)
- ფაზლიბეი ავიძბა – 741.
28-ე ოლქი (გუფი)
- დემურ გოგია – 922.
29-ე ოლქი (ჭლოუ)
- ალმას აკაბა, პარტია „ამცახარა“ – 1 038.
32-ე ოლქი (ოჩამჩირე)
- ბატალ ჯოფუა – 1 189.
33-ე ოლქი (ტყვარჩელი)
- ბესლან ემურხბა, პარტია „ამცახარა“ – 1 372.
34-ე ოლქი (ტყვარჩელი)
- გერმან კაჭარავა 854.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)