ნატომ საქართველო აპრილში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიიწვია
ნატომ საქართველო და რამდენიმე სხვა არაწევრი ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე მიიწვია, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ბრიუსელში 6-7 აპრილს გაიმართება.
შეხვედრა ფიზიკურ ფორმატში ჩატარდება და მას ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გაუძღვება.
7 აპრილს ორიდან ერთ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთად, ავსტრალიის, ფინეთის, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, შვედეთის და უკრაინის მთავარი დიპლომატები, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი დაესწრებიან.
ასევე წაიკითხეთ:
- სტოლტენბერგის ვიდეომიმართვა ნატო-საქართველოს სწავლების დროს
- სტოლტენბერგი საქართველოს მედეგობის შესახებ საუბრობს
- ნატოს დაზვერვის მაღალჩინოსანი თბილისს სტუმრობს
- ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)