საუდის არაბეთის ეკონომიკის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრს, ფაისალ ფადილ ალ-იბრაჰიმს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკურ ურთიერთობებზე, აგრეთვე უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე და შედეგად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე ეკონომიკის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ასევე საქართველოსა და საუდის არაბეთის თანამშრომლობის ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის შექმნის შესაძლებლობაც განიხილეს.
ასევე წაიკითხეთ:
- სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილსა და დავით ზალკალიანს შეხვდა
- პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ქართველ კოლეგას შეხვდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)