შალვა პაპუაშვილი ბელგიელ კოლეგებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, 31  მარტს ბელგიის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს, ელიან ტილიეს და სენატის სპიკერს, სტეფანი დჰოს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიაზე იმსჯელეს.

პარლამენტისთვე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ბელგიელ კოლეგებს უთხრა, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს „ისტორიული არჩევანია“ და ხაზი გაუსვა, რომ ბოლო გამოკითხვით ევროკავშირის წევრობა საქართველოს მოსახლეობის 83%-ს სურს.

ბრიუსელში 29 მარტი-1აპრილის ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილთან ერთად ასევე არიან ვიცე-სპიკერი და მოქალაქეების დეპუტატი, ლევან იოსელიანი; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე – მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე.

ვიზიტისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აგრეთვე შეხვდა  ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას; ევროკომისარ დიდიე რეინდერსს; ევროპარლამენტარებს –  ირაჩე გარსია პერეზსა და მარინა კალიურანდს და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)