აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი თბილისს ესტუმრა
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 4 აპრილს აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს, რაშად ნაბიევს უმასპინძლა.
შეხვედრისას მხარეებმა აღნიშნეს, რომ ურთიერთობა წარმატებულია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნისა და მწვანე პორტების მიმართულებით.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა ხელს უწყობს ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანში ტვირთების მოზიდვის პროცესს, რაც „საბოლოოდ დადებითად იმოქმედებს ორივე ქვეყნის ეკონომიკებზე“.
აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მნიშვნელობას და ყურადღება გაამახვილეს ტვირთების გადაზიდვების მოცულობის ზრდის მიმართულებით განხორციელებულ ერთობლივ მუშაობაზე.
ამავე ინფორმაციით, აზერბაიჯანს და საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი და ხელსაყრელი პირობები აქვთ ყველა სფეროში, მათ შორის ტრანსპორტის, ასევე ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის გასაფართოვებლად.
ასევე წაიკითხეთ:
- ყაზახეთი ტვირთების საქართველოს გავლით ტრანსპორტირებას განიხილავს
- საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)