შალვა პაპუაშვილი ერევანს სტუმრობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დღეს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ერევანს ეწვია, სადაც სომეხ კოლეგას, ალენ სიმონიანს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის საპარლამენტო კავშირებზე გაამახვილეს ყურადღება, განსაკუთრებით, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის. მათვე საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის მზადყოფნა გამოხატეს.
სომხეთის ეროვნული ასამბლეის მიერ გავრცელებულ პრესრელიზის თანახმად, სიმონიანმა ქართველ კოლეგას უთხრა, რომ თბილისთან „განსაკუთრებული კეთილმეზობლური“ ურთიერთობების შემდგომი განვითარებას სომხეთის მთავრობის 2021-2026 წლების სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული.
ამავე ინფორმაციით, რეგიონულ უსაფრთხოებასა და მთიანი ყარაბაღის ომის 2020 წლის შედეგებზე საუბრისას, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თბილისსა და ერევანს შორის მაღალი დონის კავშირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი ასევე შეხვდება სომხეთის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს, პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს და სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქს, გარეგინ II-ს.
ასევე წაიკითხეთ:
- სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილსა და დავით ზალკალიანს შეხვდა
- საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს
- ვახტანგ გომელაური სომხეთს სტუმრობს
- ერევანში საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრები შეხვდნენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)