სალომე ზურაბიშვილი გმობს „ხოცვა-ჟლეტას“ კრამატორსკში
„რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა, ადამიანის უფლებების დარღვევაა“, – განაცხადა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
„ასეთი ძალადობა კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „კაცობრიობის წინააღმდეგ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი“.
„დიდება უკრაინას!“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ დღეს განაცხადა, რომ ქალაქ კრამატორსკის სარკინიგზო სადგურზე, სადაც რუსეთმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა, ევაკუაციას დაახლოებით 4 000 მშვიდობიანი მოქალაქე ელოდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ სარაკეტო დარტმას მინიმუმ 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ეს მიზანმიმართული ხოცვა-ჟლეტა იყო“, – განაცხადა კულებამ და დასძინა, რომ „ჩვენ ყველა დამნაშავეს წარვადგენთ მართლმსაჯულების წინაშე“.
ასევე წაიკითხეთ:
- სალომე ზურაბიშვილი: უკრაინის ეკლესიას უნდა ეღირსოს ავტოკეფალია
- სალომე ზურაბიშვილი უკრაინელებს – „ჩვენ თქვენთან ვართ“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)