ლუქსემბურგში საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი დღე, ლუქსემბურგში, მოლდოველ კოლეგას, ნიკუ პოპესკუს შეხვდა, მას შემდეგ, რაც ორივე მათგანმა ევროკავშირის წევრობაზე მათი ქვეყნებისთვის თვითშეფასების კითხვარები მიიღეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დარჩიაშვილი და პოპესკუ ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესში მჭიდრო კოორდინაციაზე შეთანხმდნენ.
„მოლდოველ კოლეგასთან, ნიკუ პოპესკუსთან შეხვედრაზე განვიხილეთ ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენს შეუქცევად ევროინტეგრაციის გზაზე“, – დაწერა დარჩიაშვილმა Twitter-ზე შეხვედრის შემდეგ.
ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ დღეს გადასცა.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველომ ევროკავშირის წევრობის თვითშეფასების კითხვარი მიიღო
- ასოცირებული ტრიო მზადაა იმუშაოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)