იანვარ-მარტში საგარეო ვაჭრობა 38%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 13 აპრილს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობა 38%-ით გაიზარდა და 3.87 მლრდ აშშ დოლარი გახდა.
43.3%-ით – 1.17 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 35.8%-ით – 2.7 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1.52 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.4%-ია.
2022 წლის მარტში ექსპორტის მოცულობა 411.4 მლნ აშშ დოლარი იყო, იმპორტის – 895.7 მლნ აშშ დოლარი, მთლიანმა სავაჭრო ბრუნვამ კი- 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, ექსპორტი 26%-ით გაიზარდა, იმპორტი – 16%-ით, სავაჭრო ბრუნვა კი – 19%-ით. რაც მოკრძალებული მაჩვენებელია 2022 წლის თებერვლის მონაცემის 2021 წლის თებერვლის მონაცემთან შედარებისას.
2022 წლის თებერვალში ექსპორტის მოცულობა 429 მლნ აშშ დოლარი იყო, იმპორტის – 998.6 მლნ აშშ დოლარი, სავაჭრო ბრუნვა კი – 1.43 მლრდ აშშ დოლარი. ეს მაჩვენებლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 60%-ით, 54%-ით და 56%-ით გაიზარდა.
მოვლენებს წინ უძღვოდა 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ინტერვენცია.
უკრაინა და რუსეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან. 2021 წელს უკრაინა საქართველოს ტოპ საექსპორტო მიმართულებებს შორის მეხუთე ადგილზე იყო, რუსეთი კი – მეორე უმსხვილესი პარტნიორი იყო მთლიანი სავაჭრო ბრუნვის, ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით.
ასევე წაიკითხთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)