უკრაინაში კიდევ სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
16 აპრილს უკრაინის მხარეს მებრძოლი კიდევ სამი ქართველი მოხალისე დაიღუპა. ინფორმაცია უკრაინაში მყოფმა ქართველმა მებრძოლმა, ვანო ნადირაძემ Facebook-ით გაავრცელა.
ნადირაძემ პირველად ლუგანსკის რეგიონის ქალაქ რუბეჟნოეში არკადი კასრაძის დაღუპვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
მოგვიანებით, იმავე დღეს კი – მან კიდევ ორი ქართველი მებრძოლის – ზაზა ბიწაძისა და ალიკა ცაავას დაღუპვის შესახებ დაწერა.
ჯამში, უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას სულ ცხრა ქართველი მოხალისე მებრძოლი შეეწირა.
ცოტა ხნის წინ, რუსეთის საარტილერიო ცეცხლის შედეგად, იზიუმის რაიონის მახლობლად, 21 წლის ნიკა შანავა და 49 წლის დავით მენაბდიშვილი დაიღუპნენ.
მანამდე, 26 მარტს, ირპინში დავით გობეჯიშვილი დაიღუპა.
უფრო ადრე, 18 მარტს ირპინში ბრძოლის დროს გია ბერიაშვილი და დავით რატიანი დაიღუპნენ, ხოლო 19 მარტს გავრცელდა ინფორმაცია ალყაში მყოფ ქალაქ მარიუპოლში ბახვა ჩიქობავას დაღუპვის შესახებ.
ასევე წაიკითხეთ:
- უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს
- უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- ფოტოამბავი: უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები საქართველოში ჩამოასვენეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)