ანატოლი ბიბილოვმა ახალი „თავდაცვის მინისტრი“ დანიშნა 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა ვიცე-პოლკოვნიკი, ვლადიმირ ფუხაევი რეგიონის ახალ „თავდაცვის მინისტრად“ დანიშნა.

ბიბილოვის პრესსამსახურის ინფორმაციით, 40 წლის ფუხაევი 2017 წლიდან ცხინვალის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის ოფიცრად მსახურობდა.

მანამდე, 2007 წლიდან 2015 წლამდე, იგი „თავდაცვის სამინისტროში“, ხოლო უფრო ადრე, 2005-2007 წლებში ცხინვალის უშიშროების სამსახურში მუშაობდა.

2004-2005 წლებში, ფუხაევი კონტრაქტის საფუძველზე „თავდაცვის სამინისტროს“ სამხედრო ნაწილში, ხოლო 2000 წლიდან ოთხი წლის მანძილზე „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდა.

„თავდაცვის მინისტრის“ თანამდებობა ვაკანტური 25 თებერვალს მას შემდეგ გახდა, რაც ბიბილოვმა იბრაგიმ გასეევი 10 აპრილის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ბიბილოვის კონკურენტობის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ბიბილოვმა „მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებლად გასეევის პირველი მოადგილე, რუსი გენერალი, ვიქტორ ფედოროვი დანიშნა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)