ილია დარჩიაშვილი ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 26-27 აპრილს, ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.
პრეზიდენტ ალიევის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ეკონომიკური ურთიერთობების ახალი შესაძლებლობები განიხილეს, მათ შორის, ტრანსპორტის სფეროში, და სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სამმხრივ ფორმატში თბილისს, ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთქმედების შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრის შემდეგ, დარჩიაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ თბილისსა და ბაქოს შორის პარტნიორობა „დღითიდღე ძლიერდება და მშვიდობაზე, სტაბილურობასა და რეგიონულ განვითარებაზეა ფოკუსირებული“.
ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება აზერბაიჯანელ კოლეგას ,ჯეიჰუნ ბაირამოვს, პრემიერმინისტრ ალი ასადოვს და ეროვნული ასამბლეის სპიკერს, საჰიბა გაფაროვას.
ასევე წაიკითხეთ:
- აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე თბილისს სტუმრობს
- ლევან დავითაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
- ყაზახეთი ტვირთების საქართველოს გავლით ტრანსპორტირებას განიხილავს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)