მთავრობამ პირბადის ტარების სავალდებულო წესი შეამსუბუქა
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, პირბადის ტარების სავალდებულო წესი შემსუბუქდება.
კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, დღეიდან, პირბადეების გამოყენება სავალდებულო მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება.
პრემიერის განცხადებით, გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად მიიღო. ღარიბაშვილის თქმით, ამგვარი გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის „ძალიან სტაბილურმა სურათმა“ განაპირობა.
2 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კოვიდ-19-ის სულ 1 655 221 შემთხვევაა დადასტურებული. დღეს, ვირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 95 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 გარდაიცვალა. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 1 091 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
ასევე წაიკითხეთ:
- მარტიდან კოვიდთან დაკავშირებული რიგი შეზღუდვები შემსუბუქდება
- 28 მარტიდან გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)