ოკუპირებული ცხინვალის ანექსიაზე რეფერენდუმი 17 ივლისს ჩატარდება
ოკუპირებულ ცხინვალში/სამხრეთ ოსეთის ჯერ კიდევ მოქმედმა ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა რეგიონის რუსეთთან „მიერთების“ შესახებ რეფერენდუმის 17 ივლისს ჩატარების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. რეგიონის „უზენაესმა სასამართლომ“ გადაწყვეტილება დააკმაყოფილა.
„ჩვენ ეს გავაკეთეთ, – დაწერა გუშინ ანატოლი ბიბილოვმა ტელეგრამზე.
„ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით – ჩვენ სახლში მივდივართ, ჩვენ რუსეთში მივდივართ“, – დასძინა მან.
რუსეთთან მიერთებაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ანატოლი ბიბილოვმა პირველად რეგიონის 10 აპრილის „საპრეზიდენტო არჩევნების“ პირველ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა.
- კრემლი ცხინვალის რეგიონის შესაძლო მიერთების შესახებ
- ოკუპირებული ცხინვალის რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო მიერთების რუსი მომხრეები
მეორე ტურში წაგებამ ბიბილოვს ხელი არ შეუშალა რეფერენდუმის ცალმხრივად, მომავალ ლიდერთან, ანატოლი გაგლოევთან კონსულტაციის გარეშე დანიშვნაში.
ჯერჯერობით უცნობია გააგრძელებს თუ არა კრემლი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას, თუ მას თბილისზე ზემოქმედების ბერკეტად გამოიყენებს, სადაც ბევრი უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუსეთის მხრიდან უსიამოვნებებს უფრთხის.
გაგლოევის პოზიცია
„როგორც ჩემი სამშობლოს შვილი და ერის მიერ არჩეული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, მე სრულად ვუჭერ მხარს გაყოფილი ოსი ერის გაერთიანების იდეას ერთიან რუსეთში“, – განაცხადა გაგლოევმა, რომელმაც „პრეზიდენტის“ პოსტი 24 მაისს უნდა დაიკავოს.
„მაგრამ საკითხავია, არის თუ არა ის ისტორიული მომენტი, როდესაც რეფერენდუმის გამართვისა და მისი დაჩქარების შესახებ განკარგულების გამოცემა აუცილებელია“, – დასძინა მან.
მომავალმა ლიდერმა ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, ბიბილოვმა შეათანხმა თუ არა გადაწყვეტილება რუსეთთან, ორმხრივი შეთანხმებების შესაბამისად, რომელთა არარსებობაც, მისივე თქმით, რუსეთს მიზნებს საფრთხეს შეუქმნის.
- ცხინვალის „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში ოპოზიციონერი გაგლოევი ლიდერობს
- ცხინვალის „პრეზიდენტობის“ ოპოზიციონერი კანდიდატი რუსეთის ანექსიაზე სიფრთხილეს იჩენს
- რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ცხინვალში მიერთების კამპანია დაიწყეს
„იმედი მაქვს, რომ ეს ასეა, წინააღდეგ შემთხვევაში *1992 წლის რეფერენდუმის ბედი განმეორდება. მათ, ვისაც დაავიწყდა, შევახსენებ, რომ რუსეთთან თანხმობის გარეშე ჩატარდა ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების მიერთების შესახებ რეფერენდუმები. მას შემდეგ 8 წელი გავიდა და ვხედავთ, რომ [რეფერენდუმებმა] მიზანს ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს“, – თქვა მან.
გაგლოევმა ბიბილოვი გადაწყვეტილების მასთან კონსულტაციის გარეშე მიღების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ ის რეფერენდუმთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებს გადადგამს, „საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების, კონსულტაციებისა და რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმებების შესრულების შესაბამისად“.
წინაისტორია
მარტში, ოფიციალურმა თბილისმა ცხივანლის მიერ დაანონსებული რეფერენდუმი დაგმო და განაცხადა, რომ „მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული“.
ოკუპირებული რეგიონი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მთავარი ეპიცენტრი იყო, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დასრულდა.
რუსეთმა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა.
1991-1992 წლების კონფლიქტებისა და 2008 წლის ომის შემდეგ, საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაახლოებით 30 000-მა ეთნიკურად ქართველმა დატოვა და დევნილად იქცა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)