მაისში წლიური ინფლაცია 13.3% იყო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაცია 13.3% იყო.
წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 1.1%-ით გაიზარდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი (20%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (22%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი (16.1%-იანი ზრდა).
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე კი – ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი (6.2%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (1.3%-იანი ზრდა) და რესტორნები და სასტუმროები (1.5%-იანი ზრდა).
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)