პრეზიდენტი ევროპარლამენტარებზე ქართული ოცნების განცხადებებში ლოგიკას ვერ ხედავს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართული ოცნება გააკრიტიკა „ხან ევროპარლამენტარებებზე ხან ევროპაზე“ გაკეთებული „ცოტა გაუგებარი“ განცხადებების გამო გააკრიტიკა, იმ დროს, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის ლიდერებისგან წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინშია.
„გვესმის, უმრავლესობიდან ისეთი განცხადებები, რომლებიც, ალბათ, არ ვიცი დაუფიქრებელია, თუ არასაჭირო იმ მომენტში, როცა ვიცით, რომ ველოდებით [ევროკავშირის] გადაწყვეტილებებს“, – თქვა პრეზიდენტმა ტელეკომპანია „პალიტრასთვის“ მიცემული ვრცელ ინტერვიუში.
სალომე ზურაბიშვილი ასევე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას, რომ ქვეყანას შეეძლო უკეთ მომზადებულიყო წევრობის განაცხადისთვის.
„ყოველთვის შეიძლება უკეთ მომზადება“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად. სხვა რიტორიკა შეიძლებოდა, ამაში ვარ დარწმუნებული და ეს გრძელდება ბოლო პერიოდში“.
- მმართველი გუნდი ევროპის სახალხო პარტიას აკრიტიკებს
- თეა წულუკიანი „ნაც“ ევროპარლამენტარებსა და აშშ-ის ყოფილ ელჩს აკრიტიკებს
- ევროპარლამენტარები: ნიკა გვარამიას დაპატიმრება „სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს“
„მე ამის ლოგიკას ვერ ვხედავ“, – თქვა პრეზიდენტმა მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ევროპარლამენტარების მიმართ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას. „ჯერ ერთი, რაღაცები არ თქმის, იმიტომ, რომ ზრდილობის საკითხია და მეორე, არის ამ პერიოდში დროულობა ამ ყველაფრის?“.
„არ შეიძლება, ამ დროს, როცა ვიცით, რომ სენსიტიური მომენტი არის, არ ვუფრთხილდებოდეთ იმ განაცხადებს, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება ითქვას“, – ხაზი გაუსვა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის შეფასებით, „საჭირო არის მუშაობა პარტნიორებზე და არა მათი გალანძღვა“. „ჩვენ თუ გვინდა, რომ არ იყოს ასეთი კრიტიკული განწყობა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მაგალითად, საჭირო არის მეტი მუშაობა, ევროპარლამენტარებთან, ბრუსელში, პიარზე, რომ ვაჩვენოთ თუ რა არის რეალურად საქართველოს სახე, რაც გვინდა, რომ გავიტანოთ“.
„ჩვენ იმათ კი არ უნდა ვაკრიტიკებდეთ, ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ [ა]მაზე ან ნაბიჯები უნდა გადავდგათ, იმისთვის, რომ არ დავიმსახუროთ რაღაც კრიტიკები, ან თუ ვთვლით რომ არ არის დამსახურებული, ე.ი. რაღაცა აქ მომენტი არის, როცა ჩვენ ვერ ავხსენით, არ ავხსენით, არ იყო მიტანილი სწორ ადრესატებამდე ის რეალობა, რომელიც გვინდა რომ წარვადგინოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
- აშშ-ის საელჩო კანონის უზენაესობისადმი საქართველოს ერთგულებას „ეჭვქვეშ აყენებს“
- ევროკავშირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნას აკრიტიკებს
კითხვაზე, იქონიებს თუ არა გავლენას საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ დასავლეთის მზარდი წუხილები ქვეყნის მისწრაფებებზე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის „პირველი შეფასება, ალბათ, იქნება კრიტიკული ზოგ ასპექტებზე, მაგალთად სასამართლო რეფორმაზე“.
მისივე თქმით, შეფასებას, ალბათ, ასევე კრიტიკული იქნება ყველა იმ საკითხზე, რომლებიც 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული და რომელიც ქართულმა ოცნებამ გასული წლის ივლისში ცალმხრივად დატოვა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ როდესაც ევროპული საბჭოს მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მომენტი დადგება, „იქ იქნება უფრო გათვალისწინებული გეოპოლიტიკური სიტუაცია, არა მხოლოდ ის შეცდომები, თუ როგორც გვინდა ისე დავარქვათ, მაგრამ იქნება ზოგადად [გათვალისწინებული] საქართველოს სიტუაცია დღევანდელ დღეს“.
„არ შეიძლება, რომ მხოლოდ ერთი ბოლო წლის ნათქვამები ან შეცდომები იყოს გადამწყვეტი ასეთ გრძელ გზაზე“, – ხაზი გაუსვა მან.
„მე არა მგონია, რომ გაგვრიყონ დღეს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა და იმედი გამოთქვა, რომ „ყველაფრის მიუხედავად და ჩვენი ბევრი შეცდომის, სიტყვიერი თუ საქმით შეცდომის მიუხედავად, გადაწყვეტილება იქნება მიღებული უფრო მაღალ დონეზე“.
სალომე ზურაბიშვილის მოლოდინით, საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილება შეიძლება იყოს „რაღაცა დადებითი“, რომელიც „მოითხოვს, რომ შემდგომ იყოს შესრულებული რაღაც პირობები“.
„ამ პირობებში უთუოდ ფიგურირებს ის ნაწილი შარლ მიშელის ე.წ. შეთანხმების, რომელიც მხოლოდ გადადებული არის და არ არის დავიწყებული“.
„უნდა შევიგნოთ, რომ ეს ნაბიჯები აუცილებელი იქნება და გარდაუვალი არის, მოგვწონს, არ მოგვწონს, ვთვლით, რომ ვიღაცას ასუსტებ, თუ აძლიერებს, გადასადგმელი ნაბიჯები არის და აუცილებელია“, – ხაზი გაუსვა სალომე ზურაბიშვილმა.
„სამწუხაროდ, ბოლო წელიწადი, თუ წელიწადნახევრის მანძილზე, ყოველთვის არ გადავდგით ის ნაბიჯები, რასაც [პარტნიორები ჩვენგან] ელოდებოდნენ, ეს იქნება 19 აპრილი და ის ჩაშლილი შეთანხმება, ანულირებული, სიტყვებიც ძალიან მძიმედ იქნა გამოყენებული ზოგ-ზოგ მომენტებში და რაღაცა გაუგებარი ნაბიჯები, სესხის არაღება ევროკავშირიდან“, – დასძინა მან.
- ევროკავშირი საქართველოს მესამე შეუსრულებელ პირობაზე საუბრობს
- აშშ: მართლმსაჯულების რეფორმა უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროინტეგრაციისათვის
მმართველი პარტიის ბოლოდროინდელ განცხადებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ, რომ ოპოზიცია ევროკავშირში საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პასუხისმგებლობა ქართული ოცნების მთავრობას დააკისრა.
„ნათელი არის, რომ ოპოზიცია სარგებლობს [ქართული ოცნების ყველა] შეცდომით“, – თქვა პრეზიდენტმა. „ოპოზიცია სარგებლობს შეცდომებით და იმაზე აპელირებას აკეთებს, ვითომ, ეს არის მხოლოდ მთავრობა და არ ჰქონდეს ამას გავლენა ქვეყნის რეპუტაციაზე“.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ბრიუსელში ოპოზიციის მიერ ქვეყნის მთავრობის კრიტიკას „აქვს შედეგი ქვეყანაზეც, და მის რეპუტაციაზე[ც]“.
„მიზეზი რომ არ იყოს, ვერ გაიტანდნენ…, ამიტომ მიზეზი არ უნდა მისცე“, – ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა.
- ვიოლა ფონ კრამონი ევროკავშირის კანდიდატობის წინააღმდეგ ოპოზიციის კამპანიაზე „ოცნების“ ბრალდებას უარყოფს
- ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს
უკრაინის კვალდაკვალ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 3 მარტს შეიტანეს. საქართველომ ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარის ბოლო, მეორე ნაწილი 10 მაისს წარადგინა. ევროკავშირის ლიდერებმა სამი ქვეყნისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ივნისის ბოლოსთვის უნდა მიიღონ.
ასევე წაიკითხეთ:
- პრეზიდენტმა წლიური საპარლამენტო მოხსენებისას მმართველი გუნდი და ოპოზიცია გააკრიტიკა
- პრეზიდენტი ქართულ ოცნებას ევროკავშირის დახმარებაზე უარის გამო აკრიტიკებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)