ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტსა და სლოვაკ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში 2-4 ივნისის გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, მაროშ შევჩოვიჩს და სლოვაკ კოლეგას, ედუარს ჰეგერს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა და შევჩოვიჩმა 3 ივნისის შეხვედრაზე ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს და ის პროგრესი აღნიშნეს, რომელსაც ქვეყანამ ამ პროცესში, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიაღწია.
ამავე ინფორმაციით, მხარებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე, რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე მის გავლენასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ „მძიმე“ ჰუმანიტარულ ვითარებაზე იმსჯელეს.
Great talks w/friend of🇬🇪@MarosSefcovic.Reiterated that we remain fully committed to our🇪🇺way, a longstanding choice of 🇬🇪ppl. 🇬🇪’s commitment to🇪🇺has been proved at every step we are taking on this path – be it complex reforms, aligning w/EU policies or achieving EU Standards. pic.twitter.com/fCtfxAGgdC
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) June 3, 2022
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ასევე 3 ივნისს გამართულ შეხვედრაზე სლოვაკეთისა და საქართველოს პრემიერმინისტრებმა სექტორული კავშირების გაფართოებაზე, სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე და საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე წარდგენილ განაცხადზე ისაუბრეს.
ამავე განცხადებით, პრემიერმა ღარიბაშვილმა ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების განხილვის პროცესში პარტნიორების მხარდაჭერის „განსაკუთრებულ მნიშვნელობას“ გაუსვა ხაზი.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)