უკრაინში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
რამდენიმე დღის წინ, დონეცკის რეგიონის ქალაქ ბახმუტში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი გრიგოლია დაიღუპა. გრიგოლიას დაღუპვის შესახებ მედიაში ინფორმაცია 6 ივნისს გავრცელდა.
ტელეკომპანია „მთავარი არხი“ გრიგოლიას ოჯახის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გარდაცვლილის ჩამოსვენებაზე მუშაობა ჯერაც მიმდინარეობს.
მათი თქმით, გრიგოლია, რომელიც უკრაინის და საქართველოს მოქალაქე იყო, ბოლო 16 წელია უკრაინაში მეუღლესთან, შვილთან და მამასთან ერთად ცხოვრობდა.
საქართველოს საელჩომ უკრაინაში დაადასტურა, რომ ისინი ოჯახს გარდაცვლილის გადმოსვენებაში ეხმარებიან.
ასევე წაიკითხეთ:
- უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- ფოტოამბავი: უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები საქართველოში ჩამოასვენეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)