ჟოზეპ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩი წარადგინა 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკი წარადგინა.

ამჟამად, ჰერჩინსკი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) მმართველი დირექტორია ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების საკითხებში. იგი ასევე მსახურობდა უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში EEAS-ის დირექტორის პოსტზე. მანამდე, ჰერჩინსკის პოლონეთის ელჩის თანამდებობა ეკავა პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში.

ასევე, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იგი რამდენიმე მაღალი რანგის თანამდებობას იკავებდა, მათ შორის, იყო გაეროში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ნიუ-იორკში, ევროკავშირის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და ბრიუსელში ნატოს პოლიტიკურ კომიტეტში პოლონეთის წარმომადგენლის მოადგილე.

მისი ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, მშობლიურ პოლონურ ენასთან ერთად, იგი ასევე ფლობს ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებს.

ჰერჩინსკი ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე კარლ ჰარცელს ჩაანაცვლებს, რომელიც ამ თანამდებობაზე 2018 წლის სექტემბრიდან მსახურობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)