გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 8 ივნისს რეზოლუცია მიიღო, რომელიც კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა დევნილისა და ლტოლვილის უფლებას, დაბრუნდნენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რეზოლუციას მხარი 95-მა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის, ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ, 12 წინააღმდეგი იყო, 56-მა თავი შეიკავა.
საქართველოსთან ერთად, რომელიც 2008 წლიდან რეზოლუციის ინიციატორია, წელს მისი თანაინიციატორი კიდევ 60 ქვეყანა იყო.
წლევანდელი 95 ხმა 2008 წლის შემდეგ, მომხრეთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, თავშეკავების მაჩვენებელი (56) კი – ყველაზე დაბალი.
2021 წელს რეზოლუციას მხარი 80-მა ქვეყანამ დაუჭირა, 14 წინააღმდეგი იყო, თავი 70-მა შეიკავა.
2020 წელს რეზოლუციის მომხრე 84 ქვეყანა იყო, წინააღმდეგი – 13, თავი 78-მა შეიკავა.
2019 წელს, რეზოლუციის სასარგებლოდ ხმა 79-მა ქვეყანამ მისცა, 15 წინააღმდეგი იყო, 57-მა თავი შეიკავა.
2018 წელს, მომხრე 81 იყო, წინააღმდეგი – 16, თავი 62-მა შეიკავა.
We welcome today's adoption in @UN General Assembly of 🇬🇪Georgian #IDPs resolution &increased support for the rights and dignity of hundreds of thousand displaced persons from occupied Georgian regions pic.twitter.com/9kZAPvAdfw
— LithuaniaUN🇱🇹 | #StandWithUkraine (@LithuaniaUNNY) June 8, 2022
მასალა განახლდება…
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)