საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნიდერლანდებს სტუმრობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება, სადაც 9 ივნისს ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ვოპკე ჰუკსტრას შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში რუსეთის ომსა და რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე, ასევე ომის დროს თბილისის მიერ კიევისთვის გაწეულ დახმარებაზე და საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს.
„როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის ძალისხმევის აღიარება და ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიერ გაკეთებულ წევრობის განაცხადზე სათანადო გადაწყვეტილების მიღება“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
Grateful to 🇳🇱FM @WBHoekstra for warm hospitality. Welcomed increased level of interaction between our countries& 🇳🇱's significant role on 🇬🇪's EU-integration path. Discussed 🇬🇪🇳🇱 coop focusing on intensification of trade-economic relations. 🇳🇱's support to🇬🇪 is much appreciated! pic.twitter.com/i1Ra59kBwA
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) June 9, 2022
ამავე ინფორმაციით, „ნიდერლანდების მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისადმი და გამოთქვა მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად გააგრძელოს ქვეყნის პრაქტიკული დახმარება ამ მიმართულებით“.
მინისტრი დარჩიაშვილი მიესალმა ნიდერლანდების, როგორც გაეროში დევნილთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის თანასპონსორის, მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.
ვიზიტი იმ ფონზე იმართება, როდესაც საქართველო კანდიდატობასთან დაკავშირებით ევროკომისიის მოსაზრებას ელის. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო ივნისის ბოლოს მიიღებს.
გუშინვე, ევროპარლამენტმა კრიტიკული რეზოლუცია მიიღო საქართველოში პრესის თავისუფლების დარღვევებთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლება „დემოკრატიულ უკუსვლაში“ შესრულებული როლის გამო გააკრიტიკა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)