აშშ საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის გამო შეშფოთებულია
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში, კარა მაკდონალდმა თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მან ვაშინგტონიდან გზავნილი ჩამოიტანა, რომელიც „საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს“.
10 ივნისს ქართველი ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ კომენტარში, მაკდონალდმა აღნიშნა, რომ ის საქართველოში ჩამოვიდა გზავნილით, რომელიც გამოხატავს აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ.
„ეს არის მისწრაფებები, რომლებიც, გვჯერა, რომ ევრო-ატლანტიკურ დღის წესრიგს ასახავს. ეს მისწრაფებები ასახავს სტაბილურობას, მშვიდობას და კეთილდღეობას და გზა ამ მისწრაფებისკენ მკაფიოა“, – განაცხადა მან.
- პრემიერი: თუ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება „უსამართლო“ იქნება, „ყველაფერს ფარდას ავხდი“
- ევროპარლამენტის რეზოლუცია ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს
- საქართველო ევროპარლამენტისგან „ბოლო გაფრთხილებას“ იღებს
აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას მათ დემოკრატიულ განვითარებაზე, საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო, თუ „როგორ დავეხმაროთ ქართველებს იმაში, რაც მათ სურთ – ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით“.
„ჩემი ვიზიტი საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობის პერიოდს დაემთხვა… და ჩემი გზავნილია: ნუ დაკარგავთ ამ შესაძლებლობას. გაერთიანდით იმის გარშემო, რაც ქართველ ხალხს, რაც თქვენ ყველას გინდათ – ესაა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია“, – განაცხადა მან.
„ამ საქმეში ბევრი მოკავშირე გყავთ… ბევრი მოკავშირე გყავთ საერთაშორისო თანამეგობრობაში, თქვენ საზოგადოებაში და ამერიკის შეერთებული შტატებიც ერთგული რჩება ამ კუთხით“, – დასძინა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ასევე წაიკითხეთ:
- ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტის რეზოლუციას „ჩალის ფასი აქვს“
- დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსისთვის „ღირსებას ვერ დავთმობთ“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)