თავდაცვის მინისტრი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე 15 ივნისს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფთან გამართულ შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრაზე, რომელსაც, დაახლოებით, 45 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, უკრაინის გადაუდებელ სამხედრო საჭიროებებზე იმსჯელეს.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა უკვე მესამედ ჩატარდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკონტაქტო ჯგუფი „მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალსაც დაესწრება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)