სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას რეფორმების „დაუყოვნებლივ“ დაწყებისკენ მოუწოდებს
სამოქალაქო პლატფორმა – „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის შეფასებას ეხმიანება და მოუწოდებს ხელისუფლებას „ევროკავშირის [კანდიდატის] სტატუსის მისაღებად რეფორმები დაუყოვნებლივ დაიწყოს“.
მათი შეფასებით, საქართველოს ევროკავშირის ნაწილად გახდომის ისტორიულ შესაძლებლობას „ძირს უთხრიდა“ საქართველოს ხელისუფლების „უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მიმდინარე პროცესისადმი და მიზანმიმართული, დამაზიანებელი ნაბიჯები“.
მიუხედავად ამისა, ისინი მიიჩნევენ, 24 ივნისის საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ჯერ კიდევ არის შანსი, რომ „ხელისუფლების უმაღლესმა კონსტიტუციურმა ორგანოებმა სწრაფად გადადგან ნაბიჯები შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად და ამით ძლიერი გზავნილი გაუგზავნონ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებს, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების წინ“.
„ჩვენის მხრივ, მზად ვართ სახელმწიფო ორგანოებს გადავცეთ ჩვენ მიერ წლების მუშაობის შედეგად შექმნილი ცვლილებების პაკეტები“, – აცხადებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
ასევე წაიკითხეთ:
- ოპოზიცია ევროკომისიის შეფასებას ეხმიანება
- ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის „ყველაფერს გააკეთებს“
This post is also available in: Русский (რუსული)