ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 18 ივნისს სომხეთის ქალაქ დილიჟანში თავის სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
პრემიერმინისტრებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა „ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას“.
ამავე ინფორმაციით, პრემიერმინისტრებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე და არსებული „მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებაზე“ მზადყოფნა გამოხატეს.
ასევე წაიკითხეთ:
- ერევანში ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
- პარლამენტის თავმჯდომარე სომხეთის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
- სომხეთის პრეზიდენტი თბილისს ესტუმრა
- სომხეთის თავდაცვის მინისტრი თბილისს სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)