უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში ბრძოლის დროს 18 ივნისს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ალუდა ზვიადაური დაიღუპა.
უკრაინაში მებრძოლმა კიდევ ერთმა ქართველმა, ნადიმ ხმალაძემ „ტელეკომპანია პირველს“ განუცხადა, რომ ზვიადაური ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკის მისადგომებთან იმ დროს დაიღუპა, როდესაც დაჭრილი ჯარისკაცის გადარჩენას ცდილობდა.
„სამოქალაქო საქართველოს“ შსს-ში უთხრეს, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია და დაღუპულის საქართველოში გადმოსასვენებლად საჭირო პროცედურები დაწყებულია.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)