ფოტოამბავი: მასშტაბური პროევროპული აქცია თბილისში
საქართველოს ათიათასობით მოქალაქე 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა, სადაც მხარი დაუჭირა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას და ქვეყნის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინის ფონზე ქართული ოცნების ხელისუფლების წარუმატებლობა გააპროტესტა. აქცია ლოზუნგით „შინ ევროპისკენ“ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ იყო ორგანიზებული. აქციის ორგანიზატორების თქმით, მათ ბრიუსელში პროევროპული გზავნილის გაგზავნა სურდათ, სადაც 23-24 ივნისს ევროკავშირის საბჭო საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ევროპის მოედნისკენ გადაინაცვლეს, სადაც დემონსტრანტებმა ცარცით ევროინტეგრაციის მხარდამჭერი გზავნილები დატოვეს.
„სამოქალაქო საქართველოს ფოტოგრაფმა, გურამ მურადოვმა გუშინდელი მასშტაბური აქცია ფოტოებში ასახა:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)