ასლან ბჟანია ამბობს, რომ აფხაზეთის პორტები რუსეთისთვის ღიაა
ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ოკუპირებული რეგიონი მზადაა, რომ საკუთარი პორტები რუსეთში საქონლის „პარალელური იმპორტისთვის“ გახსნას, იმ ფონზე, როდესაც მოსკოვი უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ დაკისრებული სანქციებისთვის თავის არიდებას ცდილობს.
რუსული საინფორმაციო სააგენტოს „ტასის“ ინფორმაციით, ბჟანიამ ამის შესახებ ბაშკირეთის რესპუბლიკაში სტუმრობისას განაცხადა.
ამავე ინფორმაციით, ბჟანიამ ხაზი გაუსვა, რომ „მას შემდეგ, რაც სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ ჩვენი ტერიტორიის გამოყენება შესაძლებელია პარალელური იმპორტის განსახორციელებლად“, ორი პორტისა და სხვა სახელმწიფოებთან წვდომის მეშვეობით.
„… ჩვენთვის, ყველაზე მთავარია, რომ რუსეთმა გვაღიარა. არანაირი სანქციების არ გვეშინია; ისინი ჩვენს წინააღმდეგ არასდროს მოხსნილა. პირიქით, ეს სირთულეები კიდევ უფრო დაგვაახლოვებს“, – იტყობინება „ტასი“ ბჟანიას სიტყვებზე დაყრდნობით.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)