იანვარ-ივნისში საგარეო ვაჭრობა 35.4%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 19 ივლისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობა 35.4%-ით გაიზარდა და 8.5 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

საანგარიშო პერიოდში, 35.6%-ით – 2.6 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 35.3%-ით – 5.9 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 3.4 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6%-ია.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2022 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სათავეში თურქეთი იყო 1.3 მლრდ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან – რუსეთი – 962.2 მლნ აშშ დოლარით; ჩინეთი – 922.5 მლნ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 632.2 მლნ აშშ დოლარით და აშშ – 526.5 მლნ აშშ დოლარით.

ამავე პერიოდში, ექსპორტის კუთხით სქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო ჩინეთი – 400 მლნ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 287 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 256.5 მლნ აშშ დოლარით; თურქეთი – 254.1 მლნ აშშ დოლარით და ბულგარეთი – 225.9 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, ამ კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ – თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აშშ და აზერბაიჯანი – 1.04 მლრდ აშშ დოლარით; 705.7 მლნ აშშ დოლარით; 522.5 მლნ აშშ დოლარით; 380.4 მლნ აშშ დოლარით და 345.2 მლნ აშშ დოლარით.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2022 წლის იანვარ-ივნისში, ექსპორტში უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფების სათავეში იყო სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 533.1 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდიან: ფეროშენადნობები – 301.6 მლნ აშშ დოლარით; მსუბუქი ავტომობილები – 269.3 მლნ აშშ დოლარით; აზოტოვანი სასუქები – 165.8მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 99.8 მლნ აშშ დოლარით; ელექტროენერგია – 53.8 მლნ აშშ დოლარით; სპირტიანი სასმელები – 52.8 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 49.2 მლნ აშშ დოლარით; მინერალური და მტკნარი წყლები – 44.8 მლნ აშშ დოლარით; ოქრო დამუშავებული ან ნახევრად დამუშავებული ან ფხვნილის სახით – 43.5 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 944.8 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, აქ უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეშია მსუბუქი ავტომობილები – 606.8 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდიან: ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 576.8 მლნ აშშ დოლარით; სპილენძის მადნები – 416.3 მლნ აშშ დოლარით; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 232.3 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 195.3 მლნ აშშ დოლარით; სატელეფონო აპარატები – 125.5 მლნ აშშ დოლარით; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 96.2 მლნ აშშ დოლარით; წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – 50 მლნ აშშ დოლარით; ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები – 47.5 მლნ აშშ დოლარით; სატვირთო ავტომობილები – 44.6 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 3.5 მლრდ აშშ დოლარით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)