გოგაშვილი მუხთარლის გატაცებასა და შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ცემას ივანიშვილს უკავშირებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ იოსებ (სოსო) გოგაშვილმა, რომელიც 16 ივლისს დააკავეს, 26 ივლისს, საპატიმროდან გავრცელებულ წერილში 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლის გატაცება და შს ყოფილი მინისტრის მოადგილის, გელა ხვედელიძის ცემა ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირა.
სოსო გოგაშვილის მტკიცებით, აფგან მუხთარლი ბიძინა ივანიშვილის დავალებით, „სუსის ზონდერებმა“ გაიტაცეს, გელა ხვედელიძეს „ტელეფონზე ივანიშვილის გინების გამო“ სცემეს, დანაშაულების დამადასტურებელი ფაქტები კი – „წაშალეს“ და „გააქრეს“.
გოგაშვილის თქმით, მისი დაკავება შს მოქმედი მინისტრის, ვახტანგ გომელაურისა და სუს-ის ასევე მოქმედი ხელმძვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის „უკანონო დავალების ბრმად შესრულების“ მორიგი მაგალითია. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის განცხადებით, მის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ „უკანონო ნივთებისა და დოკუმენტების“ შეტანა გარე და შიდა სათვალთავალო კამერებმა და ოჯახის წევრებმა დაფიქსირეს, თუმცა აღმოჩნდა, ხსენებული შემთხვევების მსგავსად, ჩანაწერებიც ახლაც წაშლილია.
გოგაშვილის წერილს Facebook-ზე იმავე დღეს გამოეხმაურა აფგან მუხთარლი და პროკურატურას მისი დაკითხვისკენ მოუწოდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)